ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში დღეს სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ბუბა გობეჯიშვილი,
მერიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი, მიხეილ კორძაძე, სსიპ
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის პროგრამების
განვითარების კონსულტანტი, შოთა მურღულია და ინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი,
ნინო ჩაკვეტაძე, ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა საჯარო ადმინისტრირების პროგრამის შესახებ ისაუბრეს და
შემდგომი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.
პროგრამა მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის გაძლიერებას,
კვალიფიციური კადრების მომზადებასა და სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესებას.