fbpx

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, ქალაქ ბოლნისის N5საჯარო სკოლის პედაგოგ მზია გაფრინდაშვილს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდების მინიჭება მიულოცა

N5 საჯარო სკოლის პედაგოგს მზია გაფრინდაშვილს საქართველოს დამსახურებული
მასწავლებლის წოდება მიენიჭა. ეს წარმატება პედაგოგს ბოლნისის მუნიციპალიტეტის
მერმა დავით შერაზადიშვილმა, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის
მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა პირადად მიულოცეს და მას
დამსახურებული მასწავლებლის სიგელი, სამკერდე ნიშანთან ერთად, გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ დავით შერაზადიშვილმა დამსახურებულ მასწავლებელს ასევე
სიმბოლური საჩუქარიც გადასცა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრას ბოლნისის
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ია სვანიძე და ქალაქ ბოლნისის N5
საჯარო სკოლის დირექტორი მადონა ლომსაძე ესწრებოდნენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება