fbpx

ბოლნისის მუნიციპალიტეტმა მოწყვლადი კატეგორიის 160 ოჯახს სააღდგომო ნობათები გადასცა

ბოლნისის მუნიციპალიტეტმა მოწყვლადი კატეგორიის 160 ოჯახს სააღდგომო
ნობათები გადასცა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ააიპ „სათნოების სახლის“ ბენეფიციარებს სააღდგომო
ნობათები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ბოლნისის,
დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარ დეპუტატთან გოგი მეშველიანთან
ერთად გადასცა.
დავით შერაზადიშვილმა და გოგი მეშველიანმა სააღდგომო ნობათები ასევე შინ
მოვლის სერვისით მოსარგებლე ბენეფიციარებს მიუტანეს და მათ დამდეგი აღდგომის
ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.
ბენეფიციარებისთვის განკუთვნილი სააღდგომო პაკეტების მომზადების პროცესში
ტრადიციულად კომპანია ,,სავანეთი“ ჩაერთო. სასურსათო ნობათები ჯამში
მოწყვლადი კატეგორიის 160 ოჯახმა მიიღო.
„ტრადიციულად, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბოლნისის
მუნიციპალიტეტმა „სათნოების სახლისა“ და შინ მოვლის სერვისით მოსარგებლე
ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათები გადასცა. ნობათები მოწყვლადი კატეგორიის
160-მა ოჯახმა მიიღო. მსურს, თითოეულ მათგანს, ჩვენს ბოლნისელებს აღდგომის
დღესასწაული მივულოცო და მათ ბედნიერება ვუსურვო. ბოლნისის მუნიციპალიტეტს
ნათლად აქვს გააზრებული მისი სოციალური პასუხისმგებლობა ამიტომ ვცდილობთ,
მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს, მათი საჭიროებებზე მორგებული პროგრამები
შევთავაზოთ. ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ“, – განაცხადა ბოლნისის
მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება