fbpx

ბოდიში, მაგრამ წასვლაც შეიძლებოდა ღირსეულად-ნიკა გვარამია

“მთავარი არხის” დირექტორი, ნიკა გვარამია, თაკო ჩარკვიანის პოსტის კომენტირებისას, წერს:

“ბოდიში, მაგრამ წასვლაც შეიძლებოდა ღირსეულად. ყველა და ყველაფერი რომ გალანძღა და ლამის პრორუსულ ძალად გამოიყვანა ნაცმო. და, რაც მთლად გაუგებარია, მეც, ვინც მის მანდატში არ შედის საერთოდ.

სახელები და გვარები რომ არ წერია, სულელები კი არ ვართ.

ერთი სიტყვით მაინც გადაეხადა ადამიანებისთვის მადლობა, ვინც საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური მოაგებინა, ქუთაისელი აქტივისტებისთვის, საერთოდ რომ არ ახსენებს და ელვის პრესლივით რომ დაატარებდნენ ცოცხალ კედლად აღმართულები.

ან რაღა დღეს გადადგა – 2 დღეა განცხადებების დაწერამდე და ისედაც აჯანჯღარებს ყველაფერს ბიძინა და კიდე ასეთი ბზარის შეტანა შეიძლებოდა? რა ხდებოდა ასეთი, 2 დღე რომ ვერ გაჩერდა?”

შეგახსენებთ, თაკო ჩარკვიანის სტატუსს – “განსხვავებული პოზიცია სხვა არის და „ცრუპენტელობა” სხვა. გრიგოლ ვაშაძეს საკუთარი აზრი და ეს პოზიცია აქვს, (არ არის მისი  ლანძღვა სწორი) ის დიპლომატია პროფესიით – ეს მისი არჩევანია!“

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია