აშშ-სგან ველოდებით, რომ დაიბარებს მათ აქტივს საქართველოში ეკა გიგაურის სახით და დაუსვამს იმ კითხვებს, რომელიც ფაქტობრივად, წინასწარ ექნებათ გავლილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან სენატში დაგეგმილ დღევანდელ მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მომხსენებლად არის მიწვეული.
მისი თქმით, ეკა გიგაური სენატში დასმულ კითხვებზე იმ პასუხს გასცემს, ამერიკაში კონკრეტულ სამსახურებს რომ უნდა მოისმინოს.
„აშშ-სგან ველოდებით, რომ დაიბარებს მათ აქტივს საქართველოში ეკა გიგაურის სახით და დაუსვამს იმ კითხვებს, რომელიც ფაქტობრივად, წინასწარ ექნებათ გავლილი. ეკა გიგაური კი იმას უპასუხებს, რაც იმ ქვეყანაში კონკრეტულ სამსახურებს უნდა, რომ მოისმინოს.
ჩვენ ახლა იმ მდგომარეობაში ვართ, რაზეც არაერთხელ გვილაპარაკია. ჩვენ გვაქვს ერთგვარი დაძაბულობა ურთიერთობებში იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საქართველო არ თანხმდებოდა და ჯერ კიდევ არ თანხმდება რაღაცებს, რასაც ამერიკა ითხოვდა”, – განაცხადა დავითულიანმა.
დავითულიანის თქმით, ახლა გარკვეული ჯგუფების მხრიდან, მიზნად რჩება, რომ არჩევნების წინ შექმნას ისეთი განწყობა, რომელიც ოპოზიციის წისქვილზე დაასხამს წყალს.
„ახლა გარკვეული ჯგუფების მხრიდან, მთლიან შეერთებულ შტატებს ამას ვერ დავაბრალებ, მიზნად რჩება, რომ არჩევნების წინ შექმნას ისეთი განწყობა, რომელიც ოპოზიციის წისქვილზე დაასხამს წყალს და არა ჩვენსაზე. ამას ძალიან ბევრი ჯგუფი ლობირებს თავის ქვეყნებში”, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
კითხვაზე, წარმოადგენს თუ არა ეკა გიგაურის, როგორც მომხსენებლის იქ ყოფნა პრობლემას, დავითულიანმა განმარტა, რომ “მისთვის პრობლემას ის წარმოადგენს, რომ როცა ვიღაც საქართველოს სახელით ლაპარაკობს, იმ ვიღაცას საქართველოში ვინმე რამედ უნდა აგდებდეს.”
„იმ „ენჯეო” სექტორს, რომელსაც ეკა