fbpx

ბაღდადში უხუცეს ქალბატონს მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ იუბილე მიულოცეს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან და მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელ მარეხ მშვენიერაძესთან ერთად, სოფელ წითელხევში მცხოვრებ ლიდა ვარდოსანიძეს 110 წლის იუბილე მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
„ვულოცავ ქალბატონ ლიდას 110 წლის იუბილეს, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ. ნამდვილად პატივსაცემი და დასაფასებელია ჩვენგან უხუცესი ადამიანები.“
განაცხადა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ.

ლიდა ვარდოსანიძე ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველაზე უხუცესი მოქალაქეა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება