ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ადგილობრივ მოსახლეობას 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი და პრიორიტეტები გააცნო, რომლის შემუშავებასაც წინ უძღვოდა მოსახლეობის ფორუმის (დასახლების საერთო კრების ინოვაციური მოდელი) მოწყობა, მუნიციპალიტეტის 130 მცხოვრების მონაწილეობით. ფორუმზე მოსახლეობამ შეაფასა მიმდინარე წლის ბიუჯეტი, მოეწყო მსჯელობა მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე, მოამზადა იდეეები და წარადგინა რეკომენდაციები მომავალი წლის ბიუჯეტისთვის. საერთო ჯამში 50 იდეა იქნა რეკომენდაციის სახით შეთავაზებული ადგილობრივი თვითმმართველობისთვის. იდეები ეხებოდა ინფრასტრუქტურის, კულტურისა და ხელოვნების, განათლების, სოფლის მეურნეობის , ტურიზმის განვითარებისა და მეწარმეობის, გარემოს დაცვის, თავდაცვის, სოციალური საკითხების, სპორტის, ახალგაზრდობის სფეროების განვითარებას. მოსახლეობის მიერ წარდგენილი 50 იდეიდან 15 გათვალისწინებული იქნა 2024 წლის ბიუჯეტში. საანგარიშგებო შეხვედრაზე მოწვეული იყო ყველა ის პირი, ვინც მოსახლეობის ფორუმში მონაწილეობა მიიღო. ღონისძიების შესახებ ინფორმაცია ასევე მიეწოდათ მუნიციპალიტეტის სხვა მაცხოვრებლებს, რომლებიც არ ესწრებოდნენ ფორუმს, მაგრამ დაინტერესებულნი არიან მომავალი წლის ბიუჯეტის გაცნობით. შეხვედრა პრეზენტაციის და შემგომში დისკუსიის ფორმატში გაიმართა. ღონისძიების ორგანიზებაში ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიას მხარდაჭერა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა გაუწია პროექტის: „მოქალაქეთა გაძლიერება ადგილობრივ მმართველობაში მდგრადი განვითარების მიზნით“ ფარგლებში. პროექტი განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება