fbpx

ბაქოში, ჰეიდარ ალიევის ცენტრში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და ჰეიდარ ალიევის ცენტრის მხარდაჭერით, ფართომასშტაბიანი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

საზეიმო საღამოს საპატიო სტუმრის რანგში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა ესწრებოდა.

სტუმართა შორის იყვნენ აზერბაიჯანის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე სტუმრები ბიზნეს სექტორიდან, კულტურის სფეროდან და ქართული დიასპორიდან.

საღამო გაიხსნა ორი ქვეყნის – საქართველოსა და აზერბაიჯანის ჰიმნებით. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ პატარაძემ და აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარემ, საჰიბა გაფაროვამ. საზეიმო საღამო გაგრძელდა კულტურული პროგრამით. მიღების ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია და კულინარიის მასტერკლასები.

მოეწყო ეროვნული ტურიზმის კუთხე, სადაც დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, გასცნობოდა საქართველოს ღირსშესანიშნაობებსა და ტურისტულ პოტენციალს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება