fbpx

ბალკანურ ქვეყანაში უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების გავლენების შესახებ კანონპროექტს სერბეთის პარტია „სოციალისტური მოძრაობა“ წარადგენს

სერბეთის პარტია „სოციალისტური მოძრაობა“ წარადგენს კანონპროექტს, რომლის მიზანიც ბალკანურ ქვეყანაში უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივობის შეზღუდვაა. ამის შესახებ Euronews-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, „კანონპროექტი ძალიან ჰგავს უცხოური აგენტების საკამათო კანონს, რომელიც მალე საქართველოში ამოქმედდება“.

სერბი დეპუტატის, კანონპროექტის მხარდამჭერის, ბოიან ტორბიცას თქმით, „საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი მაღალშემოსავლიანი საქმიანობა ვეღარ იქნება“.

„სოციალისტების მოძრაობის“ საპარლამენტო ლიდერი დორდე კომლენსკი კი აღნიშნავს:

„მართლა მჯერა, რომ სერბეთის რესპუბლიკისთვის საფრთხეს წარმოადგენენ „ენჯეოები“, რომლებიც დონაციებს იღებენ საზღვარგარეთიდან და აქ მუშაობენ იმისთვის, რომ აწარმოონ კოსოვოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, სრებრენიცაში გენოციდის პროპაგანდა“.

გაურკვეველია ეყოფათ თუ არა კომლენკისა და ტორბიცას მხარდაჭერა იმისთვის, რომ კანონპროექტი კანონად აქციონ. თუმცა, სამოქალაქო საზოგადოებაში შიშობენ, რომ კანონპროექტს გავლენა ექნება სერბეთის საზოგადოების მომავალზე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება