fbpx

ბაზალეთის ტბაზე გადაადგილება სახიფათოა და თავი შეიკავეთ – მცხეთა-მთიანეთის ადმინისტრაცია

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ბაზალეთის გაყინული ტბაზე გადაადგილება სახიფათოა და თავი შეიკავონ:

ტემპერატურის კლების გამო რამდენიმე დღეა ტბა გაყინულია მასზე გადაადგილება კი საფრთხის შემცველია. 
ადგილზე მოქალაქეების უსაფრთხოების გამო მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც იქ მისულ მოქალაქეებს ტბაზე გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევენ. 
მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მოუწოდებს მოქალაქეებს დაემორჩილონ მოწოდებას და უსაფრთხოებიდან გამომდინარე თავი შეიკავონ ტბაზე გადაადგილებისაგან.

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია