fbpx

ბადრი ესებუას ძმას გადაჰქონდა ტვირთი, რომელშიც აკრძალული ნივთები იყო – ვახტანგ გომელაური

ბადრი ესებუას ძმას გადაჰქონდა ტვირთი, რომელშიც აკრძალული ნივთები იყო,” – აღნიშნული განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ გომელაურმა სამინისტროს მიერ 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც გომელაურმა მედიასთან განაცხადა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ საკითხზე ღიად ვერ ისაუბრებს.

ვმუშაობთ. მოხდა ბადრი ესებუას ძმის დაკავება, რომელიც მას ეხმარებოდა და გადაჰქონდა ტვირთი, რომელშიც აკრძალული ნივთები იყო. გამოძიება მიმდინარეობს და ღიად ვერ ვსაუბრობთ ამ საკითხზე, ბოდიშს გიხდით,” – განაცხადა გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ 12 დეკემბერს, სამართლდამცველებმა ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა დააკავეს

ინფორმაციისთვის, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი  შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ 43 ადამიანი მძევლად მძევლები აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია