fbpx

“ახალგაზრდა, პუტკუცუნი ბიჭი, რომელსაც თუ დაიჭერენ ყველას შეგვეცოდება…” – ვახტანგ მეგრელიშვილი ნიკა მელიაზე

“გირ­ჩის” ერთ-ერ­თმა ლი­დე­რის ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვი­ლის თქმით, “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა” ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რომ ქვე­ყა­ნა­ში მთა­ვა­რი “ივენ­თი” მათი ჩხუ­ბი იყოს.

ამის შე­სა­ხებ მან ოპო­ზი­ცი­ის ერ­თობ­ლი­ვი შეხ­ვედ­რი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და და გან­მარ­ტა, რომ შეხ­ვედ­რა­ზე მათ პარ­ტი­ას ბო­ი­კო­ტი გა­მო­უ­ცხა­დეს.

“ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა” ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმის­თვის, რომ მათი ჩხუ­ბი იყოს მთა­ვა­რი ივენ­თი ამ ქვე­ყა­ნა­ში. ამის­თვის აგერ თავ­მჯდო­მა­რეა გამ­ზა­დე­ბუ­ლი. ახალ­გაზ­რდა, პუტ­კუ­ცუ­ნი ბიჭი, რო­მელ­საც თუ და­ი­ჭე­რენ, ყვე­ლას შეგ­ვე­ცო­დე­ბა.

დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე ბო­ი­კო­ტი გა­მოგ­ვი­ცხა­დეს “გირჩს” სრუ­ლი­ად ოპო­ზი­ცი­ურ­მა გა­ერ­თი­ა­ნე­ბამ – ჩემი აზ­რით, ჩვენ ვართ მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცია იმი­ტომ, რომ ჩვენ ვართ ყვე­ლა­ზე ოპო­ზი­ცი­უ­რი ძალა, თუ შე­იძ­ლე­ბა ვინ­მეს და­ერ­ქვას ამ ქვე­ყა­ნა­ში ოპო­ზი­ცია.

მი­სი­ვე თქმით, ოპო­ზი­ცი­ას ჰგო­ნია, რომ „გირ­ჩი“ არის „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“.

“შეხ­ვედ­რა ძა­ლი­ან მალე დავ­ტო­ვეთ და მი­ზე­ზი იყო ის, რომ ჩვენ რა­ღაც კი­თხვე­ბი დავ­სვით და ამ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი ვერ მი­ვი­ღეთ. არა­თუ პა­სუ­ხე­ბი ვერ მი­ვი­ღეთ, გა­ვიდ­ნენ გა­რეთ და სი­გა­რე­ტის მო­წე­ვა და­ი­წყეს ნაც­ვლად იმი­სა, რომ კი­თხვებ­ზე ეპა­სუ­ხათ. ჩემი აზ­რით, ჩვენ ვართ მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცია იმი­ტომ, რომ ჩვენ ვართ ყვე­ლა­ზე ოპო­ზი­ცი­უ­რი ძალა, თუ შე­იძ­ლე­ბა ვინ­მეს და­ერ­ქვას ამ ქვე­ყა­ნა­ში ოპო­ზი­ცია. კი­თხვე­ბი რომ და­ვუს­ვით და გვი­თხრეს, არ გი­პა­სუ­ხებ­თო, ჩვენ დავ­სვით კი­თხვა, რომ ყვე­ლა ასე ფიქ­რობ­და თუ არა და მხო­ლოდ ორმა ადა­მი­ან­მა გა­იქ­ნია თავი – ერთი იყო „რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის“ წევ­რი და მგო­ნი კახა კუ­კა­ვა­საც უნ­დო­და სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ ვერ გა­ბე­და ბო­ლომ­დე.

ჩვენ შე­ვეც­დე­ბით, რომ და­ვაკ­ვირ­დეთ რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მე­ლი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია და თუ გან­ვი­თარ­და ისე­თი სცე­ნა­რით, რო­გორ­საც ჩვენ ვვა­რა­უ­დობთ, რომ გან­ვი­თარ­დე­ბა, მოგ­ვი­წევს, რომ ორი­ვე მხა­რის­გან მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ვე­მიჯ­ნოთ რო­გორც პო­ზი­ცი­ას, ისე ოპო­ზი­ცი­ას. ჩვენ ვვა­რა­უ­დობთ, რომ ისეთ არა­ჯან­საღ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვართ, რომ არ შე­იძ­ლე­ბა გქონ­დეს რა­ღაც ლო­გი­კუ­რი ნა­ბი­ჯე­ბის იმე­დი იმი­ტომ, რომ თუ ახლა და­ი­ჭი­რეს მე­ლია, ხომ ჩაშ­ლი­ლია ყვე­ლა­ნა­ი­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, რას ვე­ლო­დე­ბით?! ეს კი­თხვა, ხომ ძა­ლი­ან ლე­გი­ტი­მუ­რია, რომ და­უს­ვა მთლი­ან ოპო­ზი­ცი­ას, რომ თუ და­ი­ჭე­რენ მე­ლი­ას და ყვე­ლა­ნა­ირ მო­ლა­პა­რა­კე­ბას აზრი ეკარ­გე­ბა, რას ვა­კე­თებთ?! ოპო­ზი­ცი­ას ჰგო­ნია, რომ ჩვენ ვართ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, რა­ღაც ცუ­დად გვე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან“, – გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა.

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია