fbpx

აშშ ურყევად ერთგულია საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში

შეერთებული შტატები ურყევად ერთგულია საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დღეს სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილ რიკერმა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის საგარეო პოლიტიკის მრჩეველმა, ელჩმა ადამ სტერლინგმა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და პარლამენტში ოპოზიციურ ლიდერებთან საქართველოს დასავლური ინტეგრაცია განიხილეს. სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია რუსეთის აგრესიული, დესტაბილიზაციური ქმედებებისა და მის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის მიმართ ყურადღების მიპყრობას გააგრძელებს. The United States remains steadfast in our commitment to our strategic partnership with Georgia and to Georgia’s territorial integrity within its internationally recognized borders. Today, Acting Assistant Secretary for European and Eurasian Affairs Phil Reeker and Ambassador Adam Sterling, Civilian Deputy and Foreign Policy Advisor to U.S. European Command, discussed Georgia’s Western integration with Prime Minister Irakli Garibashvili, Foreign Minister David Zalkaliani, Defense Minister Juansher Burchuladze, and opposition leaders from Parliament. The Acting Assistant Secretary emphasized that the Biden-Harris Administration will continue calling out Russia’s aggressive and destabilizing actions and its failure to fulfill its 2008 ceasefire obligations and commitments.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება