fbpx

აშშ-ს კაპიტოლიუმის შენობაში სროლა იყო,კრიტიკულად მძიმეა დაჭრილი ქალის მდგომარეობა გადმოცემს CNN

აშშ-ს კაპიტოლიუმის შენობაში სროლა იყო. ამერიკული მედიის ინფორმაციით დაჭრილია ერთი ქალი. CNN-ის ინფორმაციით მისი მდგომარეობა კრიტიკულია. უცნობია რა ხდება ამ წუთებში კაპიტოლიუმის შენობაში, სადაც ტრამპი მხარდამჭერი აქციის მონაწილეთა ნაწილი შეიჭრა.

კონგრესის შენობაში წარმომადგენელთა პალატისა და სენატის სხდომა მიმდინარეობდა, რომელიც მომიტინგეთა შეჭრის შემდეგ ჩაიშალა და კანონმდებლებმა შენობა დაცვის თანხლებით დატოვეს.

კონგრესს ოფიციალურად უნდა დაემტკიცებინა საარჩევნო კოლეგიის ხმები, რომლის მიხედვითაც აშშ-ს მომავალი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდება. ტრამპის მხარდამჭერები ამას ეწინააღმდეგებიან. თავად ტრამპი დამარცხებას ამ დრომდე არ აღიარებს და კვლავ არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება