fbpx



აშშ-ის საელჩო-შემაშფოთებელია რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის კამპანია ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით

აშშ-ის საელჩო საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ შემაშფოთებელია რუსეთის მხრიდან მომდინარე დეზინფორმაციის კამპანია ლუგარის ცენტრზე, რომელმაც სასიცოცხლო როლი შეასრულა საქართველოს ბრძოლაში ახალ კორონავირუსთან:

“შემაშფოთებელია რუსეთის მხრიდან მიმდინარე დეზინფორმაციის კამპანია, მათ შორის სიცრუის შეთხზვა და მისი გავრცელება ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით, რომელმაც სასიცოცხლო მნიშვნელობის როლი შეასრულა საქართველოს ბრძოლაში კოვიდ 19-ის წინააღმდეგ. ამერიკის შეერთებული შტატები არ შეასუსტებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ჩვენ კვლავ ვიმეორებთ ჩვენს მოთხოვნას: შეწყვიტოს რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია, შეასრულოს 2008 წლის ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები და შეწყვიტოს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაბლოკვა” – აცხადებს აშშ-ის საელჩო.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია