fbpx

აღმაშენებლის გამზირზე მდებარე შენობის, სადაც ე.წ. ქოლცენტრი აღმოაჩინეს, ერთ-ერთი მფლობელი გიორგი ვაშაძის ძმაა


„ქრონიკამ“ საჯარო რეესტრის ოფიციალურ მონაცემზე დაყრდნობით გაარკვია, რომ აღმაშენებლის გამზირზე მდებარე შენობას, სადაც ე.წ. ქოლცენტრი აღმოაჩინეს, რამდენიმე მფლობელი ჰყავს და მათ შორისაა დეპუტატ გიორგი ვაშაძის ძმა დავით ვაშაძე.

თავად გიორგი ვაშაძე „ქრონიკის“ სატელეფონო და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს ამ დრომდე არ პასუხობს.

მანამდე სააგენტო „პრაიმ ტაიმმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აღმაშენებლის გამზირზე არსებული ე.წ. ქოლ-ცენტრი გიორგი ვაშაძესა და უკრაინელ პოლიტიკოსს, დავით არახამიას ეკუთვნით. აღმაშენებლის #75-დან სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებები გამოიტანეს. სავარაუდოდ, ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება