fbpx

აღვირახსნილი კამპანია, რაც პოლიციელების მიმართ „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ხორციელდება, უნდა დასრულდეს – ღარიბაშვილი

ის აღვირახსნილი, ის ანტისახელმწიფოებრივი კამპანია, რაც მიმდინარეობს „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ყოვლად მიუღებელი და ყოვლად დაუშვებელია. ამიტომ ეს ქაოსი უნდა დასრულდეს“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

ღარიბაშვილმა უმრავლესობასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს შინაგან საქმეთა მინისტრსა და თითოეულ პოლიციელს.

„ჩემი სრული მხარდაჭერა ბატონ ვახტანგ გომელაურს, რომელიც ძალიან ეფექტიანად მართავს თავის უწყებას. ჩემი სრული მხარდაჭერა თითოეულ პოლიციელს და ამ ტრიბუნიდან მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს

მე ვიცი რას ნიშნავს პოლიციელის მუშაობა, პოლიციელი არის გმირი, 24 საათის განმავლობაში ჩვენი პოლიციელები ზრუნავენ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი შვილებისა და ოჯახის წევრების უსაფრთხოებაზე.

ის აღვირახსნილი, ის ანტისახელმწიფოებრივი კამპანია, რაც მიმდინარეობს „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ყოვლად მიუღებელი და ყოვლად დაუშვებელია. ამიტომ ეს ქაოსი უნდა დასრულდეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება