fbpx



აფხაზეთიდან დევნილი ბიჭი ოსკარების კინოფესტივალის დამფუძნებელ აკადემიაში მოხვდა,მას 37000 სჭირდება სწავლისთვის

მარი ბერძენაძე სოციალურ ქსელში ამ ნიჭიერი ბიჭის დახმარებას თხოვს საზოგადოებას, გთავაზობთ მის პოსტს უცვლელად-

რაგინდ განსაკუთრებულად ნიჭიერი იყო, ფინანსური ბარიერი გეჩეხება ყველგან❗️და ასეა ნიკოლოზ ბოლქვაძის შემთხვევაში.

აფხაზეთიდან დევნილი ბიჭი მეორე ქართველი სტუდენტი იქნება, რომელიც ისწავლის ოსკარების კინოფესტივალის დამფუძნებელ აკადემიაში – The American Academy of Dramatic Arts. 👏👏👏ნიკოლოზმა სკოლა დაამთავრა ოქროს მედლით,ასევე წარმატებით დაამთავრა ქუთაისის ზაქარია ფალიაშვილის #2 სამუსიკო სკოლის ვოკალური განყოფილება. 18 წლის ასაკში 80% გრანტით ჩაირიცხა LCC International University-ში (ლიეტუვას რესპუბლიკაში არსებულ ამერიკულ უნივერსიტეტში) ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. ნიკოლოზი ლოს ანჯელესში, ჰოლივუდში, ზამთრის სემესტრიდან დაიწყებს სწავლას, თუ… ( ბოლოს მოგახსენებთ).

მან კოლეჯს წარუდგინა ტენეს უილიამსის „შუშის შემგროვებლიდან“ ტომის მონოლოგი (დრამატულ ჟანრში) და გაბრიელ დეივისის „აუტანელი სიმხურვალიდან“ ჩაკის მკვლელობის მონოლოგი (კომედიურ ჟანრში). ნიკოლოზის მონოლოგებმა აკადემიური ჟიურის აღტაცება გამოიწვია, რამაც განაპირობა საბოლოო გადაწყვეტილების მითითებულ ვადაზე ადრე მიღება.

აკადემია წერს: „პატივი გვაქვს გაცნობოთ, რომ თქვენ წარმატებით ჩააბარეთ ამერიკული დრამატული ხელოვნების აკადემიაში. აკადემიამ ზამთრის სემესტრისთვის მსოფლიო მასშტაბით ათასობით აპლიკაცია მიიღო, თქვენ არჩეული ხართ როგორც ყველაზე მცირე ელიტარული წრის წარმომადგენელი, რომელმაც გამოხატა შესაბამისი აკადემიური და პროფესიონალური მზაობა, სწორედ ისეთი როგორსაც ჩვენ ვეძებთ სტუდენტებში. ჩვენ დიდი პატივით ველით თქვენთან შეხვედრას ლოს ანჯელესის კამპუსში.“

მაგრამ მთავარი აკლია ნიჭებისთვის ფართო გზის მიცემას საქართველოში და ეს არის ფული!
2- წლიან სწავლებას 3️⃣7️⃣0️⃣0️⃣0️⃣ $ სჭირდება!


ჩვენ ქართველებს , როგორც ერთი ჩემი მართლა გენიოსი მეგობარი ამბობს, გვინდა “გენიოსები, მაგრამ დამშეული აკაკი და ვაჟა, მოშიმშილე, მაგრამ უპატიოსნესი ექვთიმე, უფულო და მშიერი, მაგრამ საოცარი გალაკტიონი, უდიდესი, მაგრამ ასევე უღატაკესი ფიროსმანი, სერაფიმებთან მოსაუბრე, მაგრამ მათხოვრად ქცეული გრანელი”
მათ საუკუნეში კი ნიჭებს მაინც ვერ ჭამდა და ჰფარავდა უფულობა, ამ საუკუნეში კი მოგეხსენებათ, ამ მხრივ კიდევ უფრო დიდი ბარიერებია. ჰოდა, საქართველოზე ნამეტანი მზრუნველო და ქართველების წარმატებებზე ფიქრით თმაგადათეთრებულებო, აგერ უნიჭიერესი ბიჭი, რომლის წარმატებაში თქვენ გექნებათ ლომის წვლილი შეტანილი!💥

გააზიარეთ, რაა!
არც მე ვიცნობ, მაგრამ მომაწოდეს ამ ახალგაზრდის ბიოგრაფია და წერილი აკადემიიდან! ეგებ გამოჩნდეს ქართული ნიჭების ვინმე გულწრფელი გულშემატკივარი… და არა ბლია-ბლია-ბლია! მარტო სიტყვებით რომ ზრუნავს ქართველების წარმატებაზე!!!

თიბისი(ლარი/ევრო/დოლარი) : GE51TB7447845061100079

საქართველოს ბანკი(ლარი/ევრო/დოლარი/ფუნტი): GE19BG0000000365799593

ნიკოლოზ ბოლქვაძე 


2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

This poll has been finished and no longer available to vote !

სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია