სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2024-2025 “-ის ფარგლებში მუნიციპალური თამაშები ამჯერად ფრენბურთში გაიმართა , სადაც მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ასპინძის, ნაქალაქევის, დამალის, რუსთავისა და ოშორის გოგონებისა და ბიჭების გუნდები მონაწილეობდნენ.
გამოვლინდნენ მუნიციპალური თამაშების გამარჯვებული გუნდები.
ბიჭებში:
I ადგილი – ოშორის საჯარო სკოლა
II ადგილი – ასპინძის საჯარო სკოლა.
გოგონებში:
I ადგილი – ნაქალაქევის საჯარო სკოლა
II ადგილი – დამალის საჯარო სკოლა.
მონაწილეები ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიისგან მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.
თამაშების გამარჯვებული გუნდები 2025 წლის გაზაფხულზე საქართველოს სასკოლო ოლიმპიადის რეგიონულ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას.
მუნიციპალურ თამაშებს ორგანიზება მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურმა გაუწია.