fbpx

არ მინდა ღარიბაშვილის გადადგომა, მინდა მშვიდად მივიდეთ 2 ოქტომბრამდე – ვახტანგ მეგრელიშვილი

არც მე, არც იაგო ხვიჩია, არც შალვა პაპუაშვილი თუ დაგვასახელებენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, არ ვართ წინააღმდეგი, მაგრამ ეს ხომ აბსურდია“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა სატელევიზიო გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მოთხოვნა მთავრობის გადადგომის შესახებ სასაცილოა.

„მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება ამ მთავრობის გადაყენებას შველის? ხომ უნდა ვხედავდე რეალურ შედეგს, რომელიც მოჰყვება ჩვენს მოქმედებას. ჩვენ რომ ახლა მაგის უნარი გვქონდეს, რომ მთავრობა მართლა დავაკომპლექტოთ, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ხომ ვერ იქნებოდა. რაღაც აბსურდის თეატრი მგონია ეს ყველაფერი.

არც მე, არც იაგო ხვიჩია, არც შალვა პაპუაშვილი თუ დაგვასახელებენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, არ ვართ წინააღმდეგი, მაგრამ ეს ხომ აბსურდია“, – აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში ერთადერთი სამოქმედო ბერკეტი საპარლამენტო კომისიის შექმნაა, რომელიც 5 ივლისს მომხდარ მოვლენებს გამოიძიებს.

როგორც ვახტანგ მეგრელიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი თუ ირაკლი კობახიძე, ამიტომ მთავარია არჩევნებამდე ქვეყანა მშვიდობიანად მივიდეს.

„უნდა ვთქვათ, რა არის დღეს ჩვენი პრიორიტეტი. არის ეს ღარიბაშვილისა და შინაგან საქმეთა მინისტრის დასჯა, რაც ჩემი აზრით სრულიად უშინაარსოა. ოპოზიცია დღეს ამას ითხოვდეს, სასაცილოა, ჩემი აზრით. ამდენი ხნის განმავლობაში ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ეს ადამიანები არიან მარიონეტები. თუ ასეთი დამოკიდებულება აქვს ოპოზიციას მათ მიმართ, რა მნიშვნელობა აქვს, ღარიბაშვილი იქნება მინისტრი, თუ კობახიძე ჩაანაცვლებს.

საერთოდ არ მაინტერესებს, მეტიც, არ მინდა ღარიბაშვილის გადადგომა. მინდა მშვიდად მივიდეთ 2 ოქტომბრამდე“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია