fbpx

არ ველით, რომ ევროკავშირმა შეიძლება ისეთი პირობები დაუწესოს საქართველოს, რომლებიც რუსეთთან ისედაც არსებულ მაღალ საფრთხეებს კიდევ უფრო გაზრდის

არჩილ თალაკვაძე რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკარდ იოზვიაკის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საქართველოსთვის სტატუსის მონიჭების ერთ-ერთი პირობა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიერთებაზე გადის. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ეს წარმოუდგენლად მიაჩნია.

„რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები. შესაბამისად, ჩვენ წარმოუდგენლად მიგვაჩნია, რომ სტატუსთან დაკავშირებით ჩაიდოს რაიმე დამატებითი პირობები, რომლებმაც შეიძლება ამ საფრთხის ესკალაცია გამოიწვიოს. არ ველით, რომ ევროკავშირმა შეიძლება ისეთი პირობები დაუწესოს საქართველოს, რომლებიც რუსეთან ისედაც არსებულ მაღალ საფრთხეებს კიდევ უფრო გაზრდის და საქართველოს შეუქმნის გამოწვევებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ევროკომისია გაფართოების ანგარიშს 8 ნოემბერს გამოაქვეყნებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება