fbpx



არც პარლამენტი გჭირდებათ, არც პოლიტიკური ოპოზიცია, არავინ არ გინდათ! ისეთ ნაბიჯებს დგამთ ამ 8 წლის განმავლობაში-ირმა ინაშვილი

პარლამენტიში წარმოდგენილი ცვლილება არის ანტიკონსტიტუციუირი, ეწინააღმდეგება ყველაზე მთავარ კანონს კონსტიტუციას. გაუგებარია, აუხსნელია, პარლამენტის წევრს, რატომ უნდა დაებადოს თავში, მოუვიდეს აზრი მისი მთავარი ფუნქცია გადასცეს მთავრობას.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პრეროგატივა კონსტიტუციით აქვს გარანტირებული პარლამენტს. ანუ, თქვენ ამ უფლებას, გადასცემთ მთავრობას?! ჩვენ არა მარტო იმას გეუბნებით რომ არ უნდა მიიღოთ, არამედ გეუბნებით რომ რა კანონმდებლობაც გვაქვს, თავისუფლად შეიძლება ეპიდემიის, პანდემიის და სხვა გამოწვევის შეკავება.

არავითარ შემთხვევაში პარლამენტს არ უნდა წაერთვას, მისი ფუნქცია-საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების, კონტროლის. თქვენ ასე რომ წავიდეს საქმე, არც პარლამენტი გჭირდებათ, არც პოლიტიკური ოპოზიცია, არავინ არ გინდათ! ისეთ ნაბიჯებს დგამთ ამ 8 წლის განმავლობაში, ეს არის აბსოლუტუარად აუხსნელი, არალოგიკური, თვითდაზიანების მკაფიო მაგალითი. მიიყენეთ ეს დაზიანება, მე წინააღმდეგი არ ვარ”

– განაცხადა ,,პატრიოტთა ალიანსის,, ლიდერმა ირმა ინაშვილმა.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია