fbpx

არჩილ თალაკვაძე გვარამიაზე: აცხადებს, თითქოს სხვადასხვა შეთავაზებას განიხილავს პარტიებისგან, როდესაც, პირიქით – კარდაკარ დადის და სხვადასხვა პარტიას ეხვეწება, რომ მიიღონ

არჩილ თალაკვაძე „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განცხადებებს ეხმიანება. პარლამენტის ვიცე-სპიკერი აღნიშნავს, რომ გვარამიას ყველა განცხადება რეალობას მოწყვეტილია.

„განცხადებები, რომელიც გვარამიამ გააკეთა, რეალობას მოწყვეტილია. თითქოს პოლიტიკაში ბრუნდება, როცა პოლიტიკიდან არ გასულა და თითქოს სხვადასხვა შეთავაზებას განიხილავს პარტიებისგან, როდესაც პირიქით – კარდაკარ დადის და სხვადასხვა პარტიას ეხვეწება, რომ მიიღონ“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

საჯარო განცხადებებით „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯნული ნიკა გვარამია პოლიტიკურ მომავალს ამ გუნდთან თანამშრომლობის გარეშე ვერ ხედავს. ამას მისივე განცხადებები ადასტურებს, საიდანაც ირკვევა, რომ თუ ოპოზიცია არჩევნებში გაიმარჯვებს, კოალიციური მთავრობის ფორმირება „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე მას ვერ წარმოუდგენია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება