fbpx

არჩევნები მე მოვიგე – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 3 ნოემბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მან გაიმარჯვა.

„არჩევნები მე მოვიგე“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“. აღნიშნული პოსტის ქვეშ ადმინისტრაციას აღნიშნული აქვს, რომ „ოფიციალური წყაროები ამ არჩევნებს სხვაგვარად ეხმაურებიან.“

შეგახსენებთ, ამერიკული მედიის ბოლო მონაცემების მიხედვით, “დემოკრატიული პარტიის” პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის 306 ხმა მიიღო, დონალდ ტრამპმა კი 232. ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ არჩევნები გააყალბეს და შედეგებს არ აღიარებს

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია