fbpx

ზურა დათუაშვილი: არსთაგამრიგემ ირინა სარიშვილად რომ მოგავლინა ქვეყანას, იმდენი ჭკუა მაინც უნდა გეყოს, სხვის ფიზიკურობაზე არ იღადავო

ზურა დათუაშვილი სოციალურ ქსელში წერს-

ირინა სარიშვილი ფეისბუქის ფრენდებში არასოდეს მყოლია, მაგრამ ჩემს გვერდზე მისი სტატუსები პერიოდულად მაინც ჩნდებოდა-ხოლმე. მეც ინტერესით ვკითხულობდი. ვინც 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენებისადმი ჩემი დამოკიდებულება იცის, იმას არც ირინასადმი დამოკიდებულების მიხვედრაც გაუჭირდება, თუმცა ეს გარემოება სოციალურ ქსელში ჩამოყალიბებულ ურთიერთობაზე არ ასახულა. ხანდახან ვუკომენტარებდი, ერთი-ორჯერ საჯაროდ რაღაც ვკითხე და საჯაროდვე მიპასუხა. იყო შემთხვევა, სამესიჯოშიც შემეხმიანა. მისი ფეისბუქსაქმიანობა უინტერესო ნამდვილად არ ყოფილა. ჭკუა-გონება არ აკლია, წერით მშვენივრად წერს და ანალიტიკური უნარითაც გამოირჩევა. რას წერს და როგორ აანალიზებს, სხვა საქმეა. მისი პოლიტიკური ბექგრაუნდის პატრონისგან რა უნდა გაგიკვირდეს კაცს?

ერთხელაც ქ-ნი სარიშვილის რომელიღაც ვრცელი სტატუსის კომენტარებს გადავხედე. იყო ერთი ოდა-ხოტბა და ზმა-შესხმანი. ლამის თამარ მეფეს ადარებდნენ, პოლიტიკაში დაბრუნებისა და ქვეყნის გადარჩენისკენ მოუწოდებდნენ. თანაც ვინ – სულ ის ჯამაათი, ვინც დღე-ღამეში 25 საათი ნაცმოს მობრუნებაზე ლოცვაში იტყავებს მუხლებს. გამეცინა და ირონიულად მივუკომენტარე – ირინა, ეს რა ნაციონალური კაკაფონიაა შენს გვერდზე, მაგათ, ეტყობა, დაავიწყდათ, მიშამ სომხეთიდან მილიონნახევარი დოლარის არალეგალურად შემოტანის ბრალდებით რომ დაგაკავა და გასამართლებას გიპირებდა-მეთქი.

ეტყობა, წაიკითხა და ემცხეთა. იმ დღიდან მისი სახსენებელი გაქრა ჩემი კედლიდან. ისე საფუძვლიანი ბლოკი დამადო, კომენტარი დავუწერე კი არა, სოციალურ ქსელში საერთოდ ვეღარ მოვძებნე. ჩანს, ამგვარი მიდგომა ირინაული ტოლერანტიზმის და დემოკრატიის გამოხატულება იყო, ამიტომ ვაჟკაცურად მოვინელე დანაკარგი და დავივიწყე მისი არსებობა😁

ორიოდე დღის წინ ტელევიზორში, რაღაც ფარცაგად, ვანოს შოუს ახალი სეზონის პირველი გადაცემა ვუყურე. სტუმრად ყოფილი ლედი ედეპე ჰყავდა მიწვეული. მოიღერა ყელი ქართული დემოკრატიის თიმსალ-მაკომ და იჯერა გული ხელისუფლებაზე შაყირით (უნდა ითქვას, საკმაოდ გონებამახვილურად). მერე სააკაშვილის დაბრუნების თემას შეეხო და იუსტიციის მინისტრი გაკენწლა – თეამ ასე ბრძანაო, ჰამოვიდეს მიჰა, აქ საგამოძიებო იზოლატორი ელოდებაო. ბოლოს კი დასძინა – გასაგებია, რომ თვითონ არ ელის და ისე თუ წულუკიანი მართლა დაელოდება, მიშა საერთოდ აღარ დაბრუნდება საქართველოშიო.

ეს უკბილო, უკბილო კი არა, უღრძილო და უქვედაყბო ხუმრობა ვანოს კრეჭვამ და ქ-ნი სარიშვილის მეტალოკერამიკის მომაჯადოებელმა ელვარებამ დააგვირგვინა.

ადამიანის გარეგნობით შეფასება, მისთ უმეტეს – მასზე ფიზიკური კომპლექსის გამო ქილიკი რომ ცუდი აღზრდისა და უკულტურობის ნიშანია, ვგონებ, ამაზე არავინ დაობს. ეს მეც ვიცი, სხვაზე უკეთ თუ არა, არანაკლებ მაინც, მაგრამ ხატი, რჯული, როგორ გინდა ასეთ სიტუაციაში თავი შეიკავო? არსთაგამრიგემ ირინა სარიშვილად რომ მოგავლინა ქვეყანას, თანაც შენი გარეგნობა შენივე შინაგან ბუნების სრულად პირდაპირპროპორციულია, იმდენი ჭკუა მაინც ხომ უნდა გეყოს, სხვის ფიზიკურობაზე არ იღადავო? იმაზეც ხომ უნდა იფიქრო, რომ უამრავი ადამიანი გიყურებს და, მძიმე დროების მიუხედავად, უმრავლესობას იუმორის გრძნობა ჯერ კიდევ არ დაჩლუნგებია. ჰოდა, რას გვერჩი ასეთ ხალხს, ღრმად პატივცემულო? ხომ შეიძლება, გადავბრუნდეთ და იმდენი ვიცინოთ, იმდენი ვიცინოთ, რაღმე მოვქტეთ?

სხვისი არ ვიცი და მე მართლა კინაღამ მოვქტი, გენა…

ეჰ, ირინა, ირინა, შე თეოდემოკრატიაში დაკარგულო, შენა..


2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

This poll has been finished and no longer available to vote !

სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია