საინფორმაციო სააგენტო “იქს-ნიუსი”-ს თანადამფუძნებელი მირიან ყარაულაშვილი “ფეისბუქი”-ს საკუთარ პროფილზე წერს:
არსება, რომელიც პოლიტიკას კლოუნადად აქცევს!
=========================
აი ბატონო, ნიკა გვარამია, “მთავარი” ტელეარხის შეფთა შეფი და “ოპოზიციური მოძრაობის“ ლიდერი, რომელიც ახლა უკვე „პროტესტის სიმბოლოდ“ მოგვევლინა!
ეს არის ადამიანი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროს გენერალური პროკურორის პოსტზე ხელს აწერდა პოლიტიკური ოპონენტების რეპრესიებს, ხოლო მოგვიანებით, “რუსთავი 2”-ს ფინანსური თაღლითობის ათასნაირი სქემებით ფული უბრალოდ მოჰპარა, რისთვისაც მისჯილი პატიმრობა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გაურკვეველი მიზეზებით აპატია და საშობაო ინდაურის მსგავსად შეიწყალა!!!.
დღეს ეს გაინდაურებული ქათამი თბილ კარავში, ნამათხოვარ საბნებს შორის შემძვრალი, „პროტესტის ლიდერის“ როლში ხვრინავს!.
ვნახოთ სიმართლე: ნიკა გვარამიას სავალალო კარიერა სრულ სარკაზმად იქცა. იგი საკუთარი განაჩენის მძევალია: არც ლიდერია, არც რწმენა გააჩნია, არც იდეოლოგია – მხოლოდ ძალაუფლების დაუსრულებელი ტრფობა. მისი ბრძოლა „სამართლიანობისთვის“ არ აღიქმება სერიოზულად; ეს უბრალოდ კარვის სიღრმიდან მისი კაკანით გაჟღერებული ფარსია.
– და ესაა ოპოზიციის ლიდერი, რომელმაც პოლიტიკური მუხტის გაღვივება კი არა, გაბრუებულ მდგომარეობაში ძილი აირჩია!!!.
მისი ტრაგიკული სიმბოლიკა კიდევ ერთხელ ცხადყოფს: როცა მავანისთვის პოლიტიკა ხალხის ინტერესების და პირადი ღირსების გარეშე დარჩება, საზოგადოება მხოლოდ დაცინვის ობიექტად აქცევს ამ ტიპს!.
ასე გამოიყურება „სამართლიანობისთვის მებრძოლი“, რომელმაც სამართლიანობა საკუთარ თავზე მორგებულ შოუებად აქცია.
და თუ ესაა ოპოზიციის ნამდვილი სახე, მაშინ პოლიტიკურ ველს რჩება მხოლოდ ერთი არჩევანი – ამ ოპოზიციისადმი მოსახლეობის ნდობის სრული დაკარგვა და ისტორიის სანაგვეზე მოსროლა!!!.
ესაა სულ!!!