საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“, სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური მხარდაჭერის ფარგლებში, პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. სამხედროების ოჯახის წევრებს სოციალურსაკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი უჯმაჯურიძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს,ასევე პროფესიული უნარების სააგენტოსა და პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლები შეხვდნენ. საუბარი შეეხო პროფესიული განათლებისპროგრამას, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს შესაძლებლობას აძლევს სრული სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლონ ახალპროფესიებს, მიიღონ ცოდნა, გამოცდილება და დასაქმდნენ პროფესიული კუთხით.თავდაცვის სამინისტრო პროფესიული განათლების კუთხით აქტიურად უჭერს მხარს სამხედრო მოსამსახურეებს, როგორც აქტიური სამხედრო სამსახურის,ასევე სამხედრო კარიერის დასრულების შემდეგ. თავდაცვის სამინისტროსა დაპროფესიულ კოლეჯებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე,მოქმედ ჯარისკაცებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ განათლება სხვადასხვა პროფესიულ კოლეჯში და შესაბამისი პროფესიით განაგრძონ სამსახურითავდაცვის უწყებაში. სამხედრო კარიერის დასრულების შემდეგ კი, მათუწყება მხარს უჭერს და, „სამხედრო მოსამსახურეთა კარიერის ტრანზიციის“პროექტის ფარგლებში, აქტიურად ამზადებს სამოქალაქო პროფესიული ცხოვრებისათვის.