fbpx

არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის უვადო პატიმრობა – ახალი კანონი

საკანონმდებლო ორგანოში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა სისტემის რეფორმის პროცესში, თქვა:

„სამინისტროს ინიციატივით მიღებულ იქნა ახალი კანონი სქესობრივ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით. გამკაცრდა სასჯელი და არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის განისაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთაც. ასევე, აღნიშნული დანაშაულის პრევენციის მიზნით შეიქმნა მოძალადეთა მონიტორინგის მექანიზმები.

2020 წლის პირველი სექტემბრიდან, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, შესაძლებელი გახდა მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება