არასაყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანისთვის სპეციალური ვებგვერდი შეიქმნა

არასაყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანის გამარტივების მიზნით, მოსახლეობისთვისსპეციალური ვებგვერდი – www.tgservice.ge შეიქმნა.როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტისმთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ახალი მომსახურების მიღება მიზერულ ფასადიქნება შესაძლებელი – ერთ კუბურ მეტრამდე ნარჩენის გატანის საფასური 9 ლარიიქნება.„ძალიან კარგი სიახლის შესახებ მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია – „თბილსერვისჯგუფს“ აქვს ახალი მომსახურება მიზერულ ფასად, რაც ნარჩენების მართვისკუთხით დედაქალაქში არსებულ მდგომარეობას გააუმჯობესებს. თუ გჭირდებათსამშენებლო-სარემონტო ნარჩენების, ძველი ავეჯის, ნივთების, ასევე, მწვანენარჩენის გატანა, შეგიძლიათ, ისარგებლოთ ახალი სერვისით. ამისთვის საჭიროა,დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე – www.tgservice.ge და შეავსოთ მონაცემები.არასაყოფაცხოვრებო ნარჩენს განათავსებთ კორპუსის ეზოს „წითელ ხაზებში“ ანთბილისური ეზოს შემთხვევაში, მხოლოდ ეზოს ტერიტორიაზე და „თბილსერვისჯგუფი“ 72 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს ადგილიდან გატანას. ერთკუბურ მეტრამდე ნარჩენის გატანის საფასური მხოლოდ 9 ლარია“, – აღნიშნათბილისის მერმა.მისივე თქმით, სერვისი არ არის მოგებაზე ორიენტირებული კომერციულიპროექტი.„მომსახურება მიზნად ისახავს, მოსახლეობას გავუმარტივოთ კონკრეტული სახისნარჩენების გატანა. თბილისში კონკრეტულ ადგილებში შეიძლება შეგხვდეთნაგვის ურნებთან დალაგებული ავეჯი, საბურავები, რაც დიდ პრობლემას ქმნის.ამიტომ გთავაზობთ ამ სერვისს, რაც უფრო კომფორტულია. ერთადგავუფრთხილდეთ, ერთად მოვუაროთ ჩვენს ქალაქს. ჩვენ ყველანაირად ხელსშეგიწყობთ და დაგეხმარებით“, – განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, აღნიშნული მომსახურების მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე რეგისტრაციის გარეშეც, „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელი ხაზის ოპერატორთან
დაკავშირებით – 032 2 61 90 50.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება