fbpx

არანაირ მუქარას და დაშინებას და მით უმეტეს დასჯას ადგილი არასოდეს ქონია-ლადო ბენდიანიშვილი

ტვ ,,პირველის,, მიერ გავრცელებულ ჩანაწერში ნახსენები ვინმე ლადო სოციალურ ქსელში ავრცელებს პოსტს-

ლადო ბენდიანიშვილი-მოკლედ ვწერ ტვ პირველზე გასულ რეპორტაჟთან დაკავშირებით. გუშინწინ ჩვენთან იყვნენ მოსული ჟურნალისტები და გვეკითხებიდნენ დასჯასა და დაშინებასთან დაკავშირებით, ამიტომ მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა ის რაც ჯერ კიდევ 2011 წელს დავპოსტე. მაშინ ვიყავი 15-16 წლის, ბერას რომელიღაც პოსტზე დავწერე კომენტარი. მიუხედავად იმისა რომ გინებას და ლანძღვას არ შეიცავდა, არასასიამოვნო კომენტარი ნამდვილად იყო. რამდენიმე დღის შემდეგ ოჯახში მოვიდა დაცვის სამი თანამშრომელი, რომლებმაც გვითხრეს, რომ ისინი, როგორც ოჯახის დაცვა, დაინტერესდნენ იმით, რომ ბერას მისამართით არის მასირებული შეტევა, მუქარები საკმაოდ დიდი ჯგუფისგან და აინტერესებდათ რა საფუძველი ქონდა ამას, რაზეც ვუთხარი რომ ჩემი მხრიდან არანაირი მუქარა არ ყოფილა და არც რაიმე კონკრეტული პრეტენზია არ მქონდა მასთან. ამაზე ოჯახის თანდასწრებით ძალიან ზრდილობიანად მთხოვეს თავი შემეკავებინა ისეთი კომენტარებისგან, რომელიც შეიძლებოდა მუქარად აღქმულიყო. რა თქმა უნდა გავითვალისწინე, რადგან დამუქრება არც მანამდე მიფიქრია. იქიდან არანაირ მუქარას და დაშინებას და მით უმეტეს დასჯას ადგილი არასოდეს ქონია.TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება