fbpx

არავის უხარია ადამიანის, თუნდაც მელიას ციხეში გაშვება-ირმა ზავრადაშვილი,დეპუტატი

,,ქართული ოცნების,, დეპუტატი ,ირმა ზავრადაშვილი-

როგორც იცით, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება ნიკანორ მელიასთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ კანონის უზენაესობა აქსიომაა, მავანნი უტიფრად ამტკიცებენ, რომ მელიას შეუძლია, არ გადაიხადოს გირაო, რადგან ეს „პოლიტიკური პროტესტის ფორმაა“. ისმის კითხვა – ყველა ადამიანი, ვისაც შეფარდებული აქვს გირაო ან/და უკეთია ელექტრონული სამაჯური, ხვალ რომელიმე პარტიაში რომ გაწევრიანდეს, კანონი უძლური უნდა გახდეს მათ წინაშე? თუ არა, რითია მელია რომელიმე მათგანზე უფრო მაღლა მდგომი? არსებობს სიმართლისგან არცთუ ისე შორს მდგარი მოსაზრება, რომ მელია გამიზნულად „იწვევს“ სახელმწიფოს და აიძულებს, დააპატიმრონ იგი. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ამას ჩვეულებრივი პროვოკატორობა ჰქვია და არა პოლიტიკოსობა. საინტერესოა, რისი მიღწევა სურს მას? წამებულის და გმირის სტატუსი სურს? ვერ მიიღებს, რადგან არავინ დაიჭერს მას გირაოს გადახდის შემთხვევაში. წამებულები გმირობის შედეგად ხდებიან და არა პროვოკატორობის. და კიდევ ერთი პარალელი – კრიმინალური სუბკულტურა ფართოდ იცნობს მიდგომას, როცა „კანონიერი ქურდობის“ ან თუნდაც უბრალოდ „ავტორიტეტობის“ მსურველები განზრახ სჩადიან დანაშაულს, რათა ციხეში მოხვდნენ და იქ დაიწყონ კრიმინალური იერარქიის კიბეზე აღმასვლა. ხომ არ გაგონებთ ეს მელიას ქმედებას, რომელიც განზრახ უსპობს სახელმწიფოს მისი არდაჭერის საშუალებას? ასეა თუ ისე, ყველა თვითონ ირჩევს საკუთარ გზას. არავის უხარია ადამიანის, თუნდაც მელიას ციხეში გაშვება, მაგრამ როცა ადამიანი სახელმწიფოს სხვა გზას არ უტოვებს, პრეტენზიებიც არა სახელმწიფოს, არამედ მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ უნდა ჰქონდეს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება