Mrbee

არაა ეს ის ხალხი, ვინც ბიუჯეტის ხარჯზე ასწავლის შვილს, ან ამგზავრებს, დამიჯერეთ-ბესო კევლიშვილი | xnews.ge

არაა ეს ის ხალხი, ვინც ბიუჯეტის ხარჯზე ასწავლის შვილს, ან ამგზავრებს, დამიჯერეთ-ბესო კევლიშვილი

ნიკოლოზ ღარიბაშვილის ,მათემატიკის მასწავლებელი ბესო კევლიშვილი სოციალურ ქსელში წერს-

ადამიანებო! შეარგეთ ამ ბავშვს, ნიკოლოზ ღარიბაშვილს, უკეთილშობილეს ბიჭს, ან პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩარიცხვის სიხარული, რომელოც ნამდვილად დაიმსახურა( ქანცგაწყვეტამდე მეცადინეობდა. მაშინ როცა ყველა დაასრულებდა. რჩებოდა და მორიდებით მთხოვდა: ბესო მასწ თუ არ ჩქარობთ ერთ ტესტს კიდევ დავწერო და დაცემამდე მეცადინეობდა…) ან სტუდენტობის პირველი დღეები აცალეთ, ისედაც უმძიმესია ამ უძლიერეს უნივერსიტეტში ადაპტაცია და სწავლა… რამ გაგაბოროტათ. უამრავის შვილს ვასწავლიდი, ვინც ქართულ პოლიტიკაშია. ყველას წარმატება დიდი ზეიმი იყო, ყველა მიყვებოდა გახსნის ცერემონიალზე, დამთავრებისას… არასოდეს ატეხილა ასეთი ამბავი. არაა ეს ის ხალხი, ვინც ბიუჯეტის ხარჯზე ასწავლის შვილს, ან ამგზავრებს, დამიჯერეთ… ჩვეულებრივ წავიდნენ მიუნხენით, ესეც ვიცი. ღმერთმა ყველა ბედნიერი ფეხით და წარმატებებით ატაროს. მათ შორის უმაგრესი, უკეთილშობილესი და ნიჭიერი კაცი, ნიკოლოზი. ყველას დაგილოცავთ შვილებს და გეხაროთ მათი წარმატებებით

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება