fbpx

ანსამბლი „ზარზმა“ გრან-პრის მფლობელი გახდა

ადიგენის კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა „ზარზმა-“მ ბულგარეთში ჩატარებულ ფესტივალ-კონკურსში გრან-პრი მოიპოვა. ბულგარეთის რესპუბლიკის ქალაქ ნესემბრში, საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდულ ფესტივალ-კონკურსში, 10 ქვეყნის 26 ანსამბლი მონაწილეობდა. ფესტივალ-კონკურსში ანსამბლმა „ზარზმამ“, სხვადასხვა ცეკვა წარმოადგინა, მაყურებელს დაუვიწყარი სანახაობა აჩუქა და მთავარი პრიზიც მოიპოვა. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შმაგი ბიძიშვილმა ანსამბლს და მის ხელმძღვანელებს მიღწევები პირადად მიულოცეს, სამომავლოდ წარმატებები უსურვეს და მხარდაჭერა აღუთქვეს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება