fbpx

ანრი ოხანაშვილი – თვალსაჩინოა “ლელოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს შორის მსგავსება

ანრი ოხანაშვილი – თვალსაჩინოა “ლელოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს შორის მსგავსება სამართლებრივ და პოლიტიკურ თაღლითობაში საინტერესოა, 17 მილიონი რამდენი ჩვენი მოქალაქისთვის აქვთ ჯერ სამომხმარებლო მიზნებისთვის მიცემული და შემდეგ ჩამოწერილ/ნაპატიები ხაზარაძე-ჯაფარიძეს?!! – პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი თქმით, თვალსაჩინოა “ლელოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს შორის მსგავსება სამართლებრივ და პოლიტიკურ თაღლითობაში. „დღეს სასამართლომ დაადასტურა, რომ 2008 წელს, აგვისტოს ომამდე ცოტა ხნით ადრე, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელმა ბანკიდან სესხის გაცემისა და ჩამოწერის უკანონო სქემა შეიმუშავეს და თაღლითურად დაეუფლნენ 17 მილიონ აშშ დოლარს. მაშინ როდესაც ეს ადამიანები და “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობენ, საზოგადოება დაარწმუნონ, თითქოს მსჯავრდებულთა ქმედებები კანონის ფარგლებს არ გასცდენია, საინტერესოა, როგორ და რატომ მოხდა, რომ სესხის მიმღებმა კომპანიებმა აღებული თანხა მალევე ხაზარიძე-ჯაფარიძის ანგარიშებზე გადარიცხეს, სესხი კი რამდენიმე თვეში ჩამოეწერათ – “ეპატიათ”. სხვათაშორის, საინტერესოა, 17 მილიონი რამდენი ჩვენი მოქალაქისთვის აქვთ ჯერ სამომხმარებლო მიზნებისთვის მიცემული და შემდეგ ჩამოწერილ/ნაპატიები ხაზარაძე-ჯაფარიძეს?!! როდესაც ამ საქმის პოლიტიზებაზეა საუბარი, ამ საქმეში თუკი ვინმემ შეიტანა პოლიტიკა, ესენი არიან სწორედ ხაზარაძე-ჯაფარიძე და მათთან ალიანსში ნაც. მოძრაობა. ამ პირებს ხალხზე ზრუნვა 2019 წლის ივლისში – გამოძიების დაწყების შემდეგ – გაახსენდათ, რათა პოლიტიკისთვის შეეფარებინათ თავი და თაღლითობაზე საქმის წარმოება პოლიტიკურ დევნად გაესაღებინათ. საბოლოოდ, თვალსაჩინოა “ლელოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს შორის მსგავსება სამართლებრივ და პოლიტიკურ თაღლითობაში, ერთ მხარეს არის ბიუჯეტის ფულის მისაკუთრებაში მხილებული გიგი უგულავა და მეორე მხარეს ბანკის ფულის თაღლითურად დაუფლებაში მხილებული ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი“- წერს ანრი ოხანაშვილი Facebook-ის გვერდზე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება