fbpx



ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ,რა წერილი იპოვეს თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაში

ადვოკატი ადასტურებს, რომ ერთ-ერთ წერილში ნამდვილად წერია – „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“

თამარ ბაჩალიაშვილისოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ადასტურებს, რომ გარდაცვლილის ავტომობილში წერილებია ნაპოვნი.

ადვოკატი ადასტურებს, რომ ერთ-ერთ წერილში ნამდვილად წერია – „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“.

ადვოკატი სხვა წერილების შინაარსზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ წერილებთან ერთად ამოღებულია მედიკამენტები და სხვა პირადი ნივთები, რომელიც უკვე დაილუქა.

ცნობისთვის, „პრაიმტაიმმა“ ექსკლუზიურად ცნობილი გახდა ბაჩალიაშვილის მანქანაში ნაპოვნი წერილის შინაარსი, სადაც წერია: „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“

„ვერსია მრავალია, ძალიან ძნელია ჩემთვის ლაპარაკი, რადგან ძნელია აღწერა იმის, რაც ვნახე. მე მქონდა საუბარი ექსპერტებთან. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

დეტალურად მიმდინარეობს შეფასება, ადგილმდებარეობის შესწავლა, ჩემი თანდასწრებით ხდება ნივთების ამოღება, დალუქვა. დაილუქა ის წამლები, რომლებიც მის ჩანთაში ნახეს.

ზუსტად რა ტიპის პრეპარატებია, ვერ გეტყვით. ფსიქოტროპული პრეპარატები არანაირად არ არის, არის დასახელებები, მე არ ვიცი, ამას ექსპერტები იტყვიან, რა ტიპის პრეპარატებს განეკუთვნება, მაგრამ ფსიქოტროპული ნამდვილად არ არის. ექსპერტები იტყვიან, რისგან იყო გამოწვეული გარდაცვალება

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია