fbpx



ამირან გამყრელიძე-აპრილის ბოლოს 1 200-მდე ინფიცირებული გვეყოლება, პიკი შეიძლება იყოს უფრო ივლისში.

აპრილის ბოლოს კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1 000-დან 1 200-მდე გაიზრდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა დღეს “ფეისბუქლაივის” დროს გადცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ თქვა, ელოდებიან, რომ ამ კვირის ბოლოს ინფიცირებულთა რიცხვი გაორმაგდება და 350-დან 400-მდე გაიზრდება. გაორმაგებას ელოდებიან მომდევნო კვირის ბოლოსაც. თუმცა, მანვე დასძინა, რომ ამ პერიოდში გაიზრდება გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც.

„თუმცა, არის კიდევ სხვა მოდელები, რომლებიც გვიწინასწარმეტყველებენ, რომ პიკი შეიძლება იყოს უფრო მოგვიანებით, ივლისში ან სექტემბერში, ან ასე და ასე შემდეგ, მაგრამ ამაზე გარკვეული პერიოდულობით იკრიბება ჯგუფი ექსპერტებისა, ვმსჯელობთ და ვისაც დააინტერესებს შეუძლია შემოგვიერთდეს“, –

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია