აზერბაიჯანთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა არჩილ თალაკვაძემ აზერბაიჯანელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. შესაბამისი გზავნილი მან Twitter-ზე გამოაქვეყნა.
„საუკეთესო სურვილებით ვულოცავთ ისტორიის ამ დიდებულ დღეს და ვუსურვებთ აზერბაიჯანის ხალხს მშვიდობას, კეთილდღეობასა და შემდგომ წინსვლას“, – წერს თალაკვაძე.