ადიგენის მუნიციპალიტეტში ე.წ „კურცხანის“ სასმელი წყლის ქსელის ნაწილობრივი რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 1030 მეტრის მონაკვეთზე სასმელი წყლის არსებულ ქსელზე მოეწყობა D-355 მმ სასმელი წყლის 20 ატმოსფეროიანი პლასტმასის მილი, რკინა-ბეტონის ჭებით. დასრულებული პროექტით მუნიციპალიტეტის რვა სოფელი ისარგებლებს. მისი ღირებულება 540 500 ლარს შეადგენს, რომელიც ადგილობრივი და რეგიონული განვითარების ფონდიდან.
