fbpx

ადიგენის მერიის კულტურის სამსახურის ინიციატივით, ე.წ წიგნების ბუდე „ მინი ბიბლიოთეკები“ ცენტრალურ პარკში მოეწყო

„როცა საკუთარი თავის გარდა არავის ეჯიბრები სიცოცხლე დღესასწაული ხდება“, „მიიღე ცხოვრება ისეთი როგორიც არის“, „ნურასოდეს ესვრი სხვას ტალახს, შეიძლება ააცილო, ხელი კი ტალახიანი დაგრჩეს“-ამ და სხვა წარწერებით ინსტალაციები, დაბა ადიგენის ცენტრალურ ქუჩებში გამოჩნდა.

მანათობელ ინსტალაციებთან ერთად დღეს, პარკში მუნიციპალიტეტის რუკაც განთავსდა.

დღესვე, ადიგენის მერიის კულტურის სამსახურის ინიციატივით, ე.წ წიგნების ბუდე „ მინი ბიბლიოთეკები“ ცენტრალურ პარკში მოეწყო.

„მინი ბიბლიოთეკის“ მიზანს ახალგაზრდების წიგნიერების ამაღლება, წიგნის ყოველდღიურობის შემადგენელ ნაწილად ქცევა და საზოგადოებაში წიგნის პოპულარიზაცია წარმოადგენს. მკითხველს, ბიბლიოთეკიდან შეუძლია, არსებული წიგნის გამოყენება, ხოლო სურვილის შემთხვევაში საკუთარის დატოვება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება