fbpx

ადიგენის მერმა სასწავლო წლის დაწყება მიულოცა მოსწავლეებს

დღეს, 15 სექტემბერს ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ადიგენის მერიის ცნობით, სასწავლო წლის დაწყება, ადიგენის მუნიციპალიტეტში არსებული სკოლების პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს, მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ, მერის მოადგილეებმა არსენ ბალახაშვილმა და სოსო რეხვიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ შმაგი ბიძიშვილმა, მოადგილეებმა, ასევე მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა და ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა პირადად მიულოცეს. “ძვირფასო მოსწავლეებო და მშობლებო, ჩემო ძვირფასო მასწავლებლებო, სტუდენტებო, ყველას გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. ყოველი სასწავლო წლის დასაწყისი ჩვენთვის თავისებურად განსაკუთრებულია. განსაკუთრებით გილოცავთ ძვირფასო პირველკლასელებო და პირველკურსელებო! ისწავლეთ, მიიღეთ ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც შემდგომში ჩვენს მუნიციპალიტეტსა და ქვეყანას მოახმართ. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია თქვენ გვერდითაა და ყოველთვის გქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი. გისურვებთ, ნაყოფიერ და წარმატებულ სასწავლო წელს!”, – განცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტში მდებარე სხვადასხვა სკოლებს ესტუმრნენ და სწავლის დაწყების პროცესს ადგილზე გაეცნენ. მათ, დაათვალიერეს საკლასო ოთახები, ღონისძიებას დაესწრნენ და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს. აღსანიშნავია, რომ დღესვე, მუნიციპალიტეტის 24-ვე სკოლის 163 პირველკლასელს, ადიგენის მერის ინიციატივით, მერიისაგან საჩუქრად სასკოლო-საკანცელარიო ნაკრები გადაეცათ. საჯარო სკოლის პირველკლასელებმა განათლების სამინისტროს საჩუქრებიც – სახელმძღვანელოები და ნეთბუქებიც მიიღეს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება