fbpx

აბსოლუტური ამორალურობაა, ცალკეული ადამიანების მხრიდან, ისტერიკის და პანიკის დათესვის მცდელობა, რომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს შეუქმნან პანიკური მდგომარეობა

„თითქოს მათი შვილებისთვის მკურნალობა აღარ იქნება ხელმისაწვდომი. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს არის უტიფარი ტყუილი“, – აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა, პარლამენტში, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი დეზინფორმაციის გამავრცელებელი პირები საკუთარ, ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს უფრო წინ აყენებენ, ვიდრე რეალობასა და პატარა პაციენტების ინტერესებს. „ყველა ვინც ეუბნება, თითოეული ონკოლოგიური პაციენტი ბავშვის მშობელს ამას, არის დღეს პოლიტიკური მაროდიორი. ის არის ადამიანი, რომელიც ყველაფერს კადრულობს ადამიანების შეცდომაში შესაყვანად და პოლიტიკური დივიდენდების დასაწერად.ეს არ არის სხვა სფერო სადაც შეიძლება მოკრძალებული პასუხი გასცე. ეს არის სფერო, სადაც აბსოლუტურად გადაჭრით უნდა თქვა, რომ არცერთ ონკოლოგიურ პაციენტ ბავშვს ასეთი პრობლემა არ შეექმნება. ამის სადარაჯოზე, სახელმწიფო, გამართული იდგება რა თქმა უნდა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება